Posts

Image
რუსეთში ნაძვის მორთვა დაიწყეს XIX საუკუნეების შუა ხანებიდან. თავდაპირველად ამას აკეთებდნენ გერმანულ ოჯახებში, რომლებიც მრავლად იყო როგორც პეტერბურგში, ისე – მოსკოვში. შემდეგ ეს ახალი ჩვეულება გავრცელდა რუსებს შორისაც. სავარაუდოა, რომ საქართველოში ნაძვის ხის მორთვა საახალწლოდ რუსეთიდან შემოვიდა. საქართველოში ახალ წელს ახლდა მისი აუცილებელი ატრიბუტი – ჩიჩილაკი, რომელსაც “ბასილას წვერებსაც” ეძახდნენ. იგი წმინდა ბასილის სახელს უკავშირდება და, რასაკვირველია, ქრისტიანობის ხანაში უნდა დამკვიდრებულიყო. თუმცა მორთული ხის სიმბოლიკაც ძალიან ძველია და ნაყოფიერებას უკავშირდება. ფიქრობენ, რომ ჩიჩილაკი თავისი ბურბუშელებით მზის სხივებსაც განასახიერებდა. მის თავზე ჯვრის გამოსახულებას აკეთებდნენ და ჩირით, ხილით, სუროს ფოთლებით რთავდნენ. მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საახალწლო ხონჩაზე. ნათლისღების წინა დღეს კი ბასილას წვერებს წვავდნენ და მის ფერფლს ატანდნენ გასული წლის უსიამოვნებებს. ზეპირგადმოცემით, თითქოს პირველი ჩიჩილაკი ღვთისმშობლის მეუღლემ, მართალმა იოსებმა (იგი ხომ ხურო იყო) გაუკეთა პატარა იე...

ნაძვის ხე

Image
                   ნაძვის ხე